ქაბაბი
ქაბაბი — სუნელებით შეზავებული ხორცის ფარში, რომელიც შამფურზე, ნაკვერჩხალზე იწვება. მას ლავაშში ახვევენ და ნედლ ხახვთან, კოწახურთან და ტყემალთან ერთად მიირთმევენ. კავკასიური და აღმოსავლური სამზარეულოს ეს სინთეზი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.